თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის მიზნით. პროექტს საჯარო რეესტრი განახორციელებს, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდება და უზრუნველყოფს სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნას.
