რა განცხადებები კეთდება ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ბრიუსელში
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ამ თემებთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმერთება. სხდომას მარინა კალიურანდი და მაკა ბოჭორიშვილი უძღვებიან. შესალებლობების ფანჯარა ღიაა და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს შანსი გამოიყენოს. ეს განცხადება მარინა კალიურანდმა გააკეთა, რაც შეეხება მაკა ბოჭორიშვილს, მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ახორციელებს, მისივე თქმით 12 რეკომენდაციის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შესრულებულია.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
