ჩრდილოეთ ამერიკაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა სახიფათო დონეს მიაღწია
ჩრდილოეთ ამერიკაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა სახიფათო დონეს მიაღწია. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სუნთქვა და ხილვადობა განსაკუთრებით არის გართულებული. მიზეზი კანადაში მძვინვარე ტყის მასშტაბური ხანძრებია. ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის მთავრობები მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
