ხერსონის ოლქში კახოვკის კატასტროფის მსხვერპლი იზრდება
ხერსონის ოლქში კახოვკის კატასტროფის მსხვერპლი იზრდება. ოფიციალურად დადასტურებულია 5 ადამიანის დაღუპვა. ათობით მოქალაქე საავადმყოფოშია. მაშველები დატბორილი ქალაქებიდან და სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობენ. მასშტაბური კატასტროფის ზონის უმეტეს ნაწილს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.
