თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. 7 ივნისს, შუადღისას ერთი დოლარის ღირებულებამ 23,1 ლირა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეში თურქეთის ეროვნული ვალუტა 7%-ით გაუფასურდა, ერდოღანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი ლირა 12%-ით არის გაუფასურებული.
