ნიუ-იორკში სუნთქვა და ხილვადობა გართულდა - მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა
ნიუ-იორკში სუნთქვა და ხილვადობა გართულდა. მიზეზი კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრები გახდა. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ქალაქში სახიფათო დონეს მიაღწია. ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა უკვე მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან. ცუდი ხილვადობის გამო ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში საჰაერო რეისები გადაიდო. ანალოგიური ვითარებაა კანადაში, სადაც ტყის ხანძრებს რამდენიმე კვირაა ებრძვიან. კვამლია გავრცელებული კვებეკში, ოტავასა და ტორონტოში.
