დანილოვი: უკრაინას კონტრშეტევა ჯერ არ დაუწყია
უკრაინას კონტრშეტევა ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა უკრაინული მხარე კონტრშეტევაზეა გადასული, სიმართლეს არ შეესაბამება და როდესაც კონტრშეტევა დაიწყება, ამის შესახებ ყველა გაიგებს.
