კაშხლის აფეთქება
უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს კონსოლიდაციისა და უკრაინელი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ოკუპანტთა მიერ კონტროლირებად დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ ვითარებას კატასტროფული უწოდა და მწვავედ გააკრიტიკა გაერო და წითელი ჯვარი, რომელთა წარმომადგენლებიც, მისი თქმით, კატასტროფის ზონაში არ იმყოფებიან. კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დნეპრის ორივე სანაპიროზე 50-ზე მეტი დასახლებული რაიონია დატბორილი. კაშხლის აფეთქებაში უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
