პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეიდან იწყება
საყოველთაო რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. სარეგისტრაციო პირობები უცვლელია. მშობელმა განათლების სამინისტროს მიერ მითითებულ ვებგვერდზე შესაბამისი გრაფები შვილის პირადი ინფორმაციით უნდა შეავსოს.
