კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, შესაძლოა, უკრაინამ ააფეთქა
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური, შესაძლოა, უკრაინამ ააფეთქა. ამის შესახებ ტაკერ კარლსონმა განაცხადა. „ფოქს ნიუსიდან“ წამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა ტელეწამყვანმა პირველ ონლაინ შოუში, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. კარლსონის განმარტებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს უკრაინაზე, თუმცა უფრო მეტად, რუსეთს დააზარალებს, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მოსახლეობა, სწორედ დამბაში დაგროვებული წყლით მარაგდებოდა.
