ლაგოდეხის ნაკრძალში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ვიზიტორთა ცენტრს დაეცა
ლაგოდეხის ნაკრძალში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ვიზიტორთა ცენტრს დაეცა. დაზიანდა სახურავის ერთი ნაწილი, ჭერი და ინვენტარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ამავე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
