ბათუმში სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო
ბათუმში სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი დაიწყო. ორივე დისციპლინაში შეჯიბრება ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება. მსოფლიოს ასაკობრივ პირველობაზე 500-მდე სპორტსმენი გამოვა. ტურნირი ორშაბათს, 12 ივნისს დასრულდება.
