ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს. „გემო ფესტი“ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება. ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
