აფეთქება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე
რუსეთის სისასტიკის მორიგი გამოვლინება - ასე ფასდება დასავლეთში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქება. ხერსონის ოლქში, დამბის გარღვევის გამო, ათობით ქალაქი და სოფელი დაიტბორა, მოსახლეობის ევაკუაცია ახლაც მიმდინარეობს. კაშხლის აფეთქებას რუსეთის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს უწოდებს უკრაინის საგარეო უწყება. კრემლი კი მომხდარს უკრაინული მხარის მიზანმიმართულ საბოტაჟად აფასებს.
