ომი უკრაინაში - პრემიერის კომენტარი
პრემიერ-მინისტრმა მის მიერ ბრატისლავაში გაკეთებული განცხადება უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი. პრემიერ-მინისტრმა ამ კონტექსტში ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებზეც.
