ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდება
გერმანიის კანცლერის მიწვევით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიგეგმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, საუბარი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციასა და იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა.
