გელათის აღსადგენად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება. ირაკლი ღარიბაშვილი ტაძარში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ მთავრობა საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
