საერთაშორისო საზოგადოება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე პასუხისმგეგლობას რუსეთს აკისრებს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ის რაც კაშხალზე მოხდა, რუსული აგრესიის შედეგია. მოსკოვს ადანაშაულებს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც. აფეთქება დაგმო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, კახოვკის კაშხლის განადგურება რუსული სისასტიკის მორიგი გამოვლინებაა.
