უმაღლესი სტანდარტის სტადიონი ქუთაისში
უმაღლესი სტანდარტის სტადიონი ქუთაისში, რომლის აშენებაზეც 35 მილიონი ლარი დაიხარჯა. განახლებული სტადიონი პრემიერ მინისტრმა დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ემზადება, რომ ღირსეულად უმასპინძლოს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. პირველი თამაში გაიმართება თბილისში, დინამოს სტადიონზე. ერთმანეთს საქართველო და პორტუგალია შეხვდებიან.
