"თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი"
“თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” მეექვსე დღე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დავით თორაძის მუსიკას მიეძღვნა. თორაძის ეპოქა მთხრობელის როლში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკილოზ რაჭველმა სცენაზე საინტერესო ისტორიებითა და ვიდეომასალებით გააცოცხლა. ფესტივალი, რომელიც დავით თორაძისა და პიანისტ ლექსო თორაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება, კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით, წელს პირველად ტარდება.
