კვლევა: 30 ქვეყნის მოსახლეობის 9% თავს "ქუიარად" მიიჩნევს
“იპსოსის” კვლევის მიხედვით, რომელიც 30 ქვეყანაში ჩატარდა, საშუალოდ მოსახლეობის 9% აცხადებს, რომ თავს ქუიარად" მიიჩნევს. ამის შესახებ „ლე ფიგარო“ წერს. ივნისი ლგბტ ადამიანების სიამაყის თვედ არის გამოცხადებული და გამოკითხვა სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩატარდა.
