Apple Vision Pro
კომპანია „ეფლი“ ვირტუალურ სივრცეში შეიჭრა და ახალი მოწყობილობა „ვიჟენ პრო“ წარმოადგინა. ის დიზაინით სათხილამურო სათვალეს ჰგავს და წარმოადგენს ახალი ტიპის კომპიუტერს, რომელიც ციფრულ სამყაროს ერთგვარ რეალობას სძენს. აპლიკაციების მეშვეობით მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება თითქმის ყველა კატეგორია - საგანმანათლებლო, სათამაშო, ინფორმაციული და სხვა პლატფორმები. „ეფლის“ „ვიჟენ პროს“ ფასი 3499 ამერიკული დოლარია. მოწყობილობის გაყიდვა მომავალი წლიდან შეერთებულ შტატებშია დაგეგმილი. დანარჩენ მსოფლიოს კი მისი შეძენა მოგვიანებით შეეძლება.