ვითარება ბელგოროდის ოლქში
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას მთლიანად აკონტროლებენ. ამის შესახებ მათ ტელეგრამარხით გავრცელებულ ვიდეორგოლში განაცხადეს. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ დასახლება, რომლის მოსახლეობაც 5 ათასს შეადგენდა, ახლა ცარიელია. „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ რუსი მებრძოლებისგან შემდგარი დაჯგუფებაა, რომელმაც გასულ თვეში, „რუსეთის თავდაცვის ლეგიონთან“ ერთად, ბელგოროდის ოლქზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
