ცრუ განგაშის შემდეგ, დღეს დილიდან ყველა სავაჭრო ცენტრი ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას
ცრუ განგაშის შემდეგ, დღეს დილიდან ყველა სავაჭრო ცენტრი ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას. პარალელურად, გამოძიება არკვევს, თუ ვინ დგას მუქარის შემცველი შეტყობინების უკან. შენობაში ბომბია - ამ სატელეფონო ზარის შემდეგ თბილისსა და რეგიონებში სავაჭრო ცენტრები დაიცალა. გამოცხადდა როგორც კლიენტების, ისე მომსახურე პერსონალის ევაკუაცია. ინფორმაცია მიიღეს „ისთ ფოინთის“ საინფორმაციო ცენტრში, „სითი მოლში“, „თბილისი ცენტრალსა“ და „გლდანი მოლში“.
