მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
საქართველო 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ემზადება. შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის. ჩემპიონატისთვის აშენებულ ობიექტებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი დღის განმავლობაში პრემიერ მინისტრი გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დილით უკვე იმყოფებოდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
