პრემიერ-მინისტრი 30 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება
პრემიერ-მინისტრი 30 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება. მანამდე დოკუმენტი ბიუროზე შევა. ანგარიში 164 გვერდიანია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს მტკიცედ მიყვება და გლობალური გამოწვევების ფონზე, მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.
