პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწიური ანგარიშით 30 ივნისს მივა
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწიური ანგარიშით 30 ივნისს მივა. მანამდე დოკუმენტი ბიუროს წარედგინება. ანგარიში 164 გვერდიანია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიყვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და გლობალური გამოწვევების ფონზე, ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.
