შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დააკავა. რესტორანში კი შრომის ინსპექცია შევიდა. გამოძიება დაწყებულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე. კადრებში, ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად, მამაკაცი მომსახურე პერსონალზე.
