სიღნაღის თეატრალური ფესტივალი
კულტურის სამინისტროს მიერ დაარსებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ სპექტაკლით „მარინა რევია“ გაიხსნა. ერთმოქმედებიანი დრამა 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ სახლში დაბრუნებული დედის შვილებთან შეხვედრის ამბავზე მოგვითხრობს. „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ ყოველწლიურად ივნისის თვეში ჩატარდება. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებთან არსებული სახალხო თეატრების წარმოდგენები, ასევე ამავე სამოყვარულო დასებისა და სახელმწიფო თეატრების ერთობლივი სპექტაკლები. სამი კრიტიკოსისა და ორი რეჟისორისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ თეატრებს. გამარჯვებული სპექტაკლებისთვის დაწესებულია ფულადი პრემიები და სხვა ჯილდოები.
