ჭიათურელი მოსწავლეები RoboCupJunior-ში
ჭიათურელი ახალგაზრდები პირველად RoboCupJunior-ში მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება ხორვატიაში 7 -10 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაზე რობო ტიკის სკოლის მოსწავლეები წარადგენენ რობოტს, რომელსაც დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. რობოტის მიზანია ევაკუაციის ზონაში შეაღწიოს და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს. რობო კოპ ჯუნიორი რობოტების ფედერაციის განყოფილებაა,რომელიც მიზნად ისახავს რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციას დაწყებით და საშუალო სკოლის მოსწავლეებში.
