„ზაფხული იწყება აქ“ - ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გრძელდება
ბათუმში ზაფხულის ფესტივალი გრძელდება. ფრანებების შოუ, კონცერტი და ღია კაფეები. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი გასართობი და კულტურული აქტივობებია დაგეგმილი. ზაფხულის ფესტივალი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ გუშინ გაიხსნა. ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტია. წელს ბათუმში 4 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.
