მეუფე იაკობის ქადაგება
„როგორ ხარ მეგობარი თუ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ“,- კითხვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, სადღესასწაული ქადაგების დროს დასვა. მეუფე იაკობმა 2008 წლის ომის შედეგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ომის შედეგად გარდაცვლილი გმირები მიატოვეს და ფრონტიდან მათი გამოყვანა მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ და სასულიერო პირებმა ითავეს. „ეკლესიას აქვს უფლება ილაპარაკოს“ აღნიშნა მეუფე იაკობმა.
