შალვა პაპუაშვილი ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში და შეხვედრა მეწარმეებთან
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, კოლეგებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიაში ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლ მუზეუმი მოინახულა. პაპუაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილის თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, მის სახლ-მუზეუმს პირადად გადასცა. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურიაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მეწარმეებს შეხვდა. მეწარმეებისგან ადგილზე მათი საჭიროებები და გამოწვევები მოისმინა და ის ინფორმაცია გაუზიარა, რომელსაც პარლამენტი საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს. შეხვედრა კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო ცენტრში გაიმართა.
