დაპირისპირება „ნაცმოძრაობაში“
ნიკა მელიას გზავნილი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ადამიანების ჩაგვრის აღიარება და ამავდროულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირების ლუსტრაცია იყო , მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკოსებისთვის. ხელისუფლებაში პროგნოზირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ცხოვრების ბოლო წუთებს ითვლის, ნიკა მელია კი იმ ძალადობრივი ქმედებებისგან გამიჯვნას ცდილობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა. ცნობისთვის, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი საჯაროდ გააკრიტიკა. „ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას“ - ეს არის ციტატა რომელიც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა.
