ირაკლი ღარიბაშვილი ერდოღანის ინაუგურაციაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უამრავი დელეგაცია სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. მისი თქმით, თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვის რეგიონში და შესაბამისად, საქართველოს და თურქეთის პოლიტიკური თანამშრომლობა მოიტანს ძლიერ იმპულსებს, იმისთვის, რომ ქვეყნებმა ერთობლივად გააძლიერონ რეგიონის უსაფრთხოება.
