WINEXPO 2023 - თბილისმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა
თბილისმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე მისული სტუმრები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის პროდუქციას. ტრადიციულად, გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კონკურსი „ჯორჯიან ინთერნეიშენალ, ვაინ ევარდი“ ჩატარდა. ჟიურის შემადგენლობაში 5 ქვეყნიდან 11 ცნობილი ღვინის მაგისტრი და სომელიე შედიოდა, რომელთაც 250-მდე ღვინო შეაფასეს. გამარჯვებული ღვინოები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
