საბავშვო ბაღის მშენებლობა
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონში 38 საბავშვო ბაღი შენდება. ასევე, დაიწყება 25 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან და ზუგდიდის მერთან ერთად სოფელ დარჩელში გაეცნო.
