შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა შეიძინა. ასევე, გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით შეიძინეს 3 ტრაქტორი და 1 თვითმცლელი მანქანა.
