ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენცია ვარძიის ხუროთ მოძღვრულ კომპლექსში მიმდინარეობს. ვარძიის კონფერენცია ექვთიმე თაყაიშვილის 160-ე წლისთავს ეძღვნება.
