ზაფხულის ფესტივალი ბათუმში
ბათუმში ზაფხულის ფესტივალის პირველი დღე გალა კონცერტით დასრულდა. კონცეტში მონაწილეობდნენ ნუცა ბუზალაძე, ადგილობრივი და მიწვეული ბენდები. ფესტივალის ოგანიზატირი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტია. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ფერადი დეკორაციებითაა გაფორმებული. მოწყობილია გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, ფუნქციონირებს ღია კაფეები. ფესტივალი ორ დღიანია, ღონისძიებები დღეს 12 საათიდან განახლდება. ფესტივალის სლოგანია „ზაფხული იწყება აქ“.
