ბაიდენმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
ჯოზეფ ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აიცილოს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, კანონ პროექტის მიღებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, პირველად ბოლო 247 წლის განმავლობაში, შეერთბულ შტატებს დეფოლტი ემუქრებოდა. შეთანხმების დამტკიცება 5 ივნისამდე იყო აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატები გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებდა.
