ბრძოლა ფრონტის ხაზზე
ოკუპანტთა თავდასხმებს იგერიებს უკრაინა დონბასში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით დაკარგული პოზიციების დაბრუნება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მისივე თქმით, მტერი იერიშებს ძირითადად ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და მარიინკის მიმართულებით ახორციელებს, პერიოდულად კი წინ წაწევას შახტი ორსკისა და კუპიანსკის მიმართულებით ცდილობს. ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა ღამის ტრადიციულ ვიდე ომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.
