თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია
ფიცი ქვეყნისა და თურქი მოსახლეობის წინაშე, ყვავილების გვირგვინით შემკული ათათურქის მავზოლეუმი, ინაუგურაციის გრანდიოზული ცერემონიალი, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს - ეს არის ღონისძიების ნაწილი, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის არჩევნებში გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებას ეძღვნება. მსოფლიოდან ასზე მეტი დელეგაცია და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოს მეთურები თუ პრემიერები, მათ შორის საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ამ წუთებში ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევით ოფიციალურ ღონისძიებას ესწრებიან. ანკარაშია ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
