პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთში
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის წევრებთან და გურიის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა. ოზურგეთში სტუმრობისას, შალვა პაპუაშვილი, ნომერ პირველი საჯარო სკოლასაც ესტუმრა, რომელიც თანამედროვე სტანდარების შესაბამისად არის აღჭურვილი. გაეცნო რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, იმყოფებოდა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა ,,ქართუმ” განახორციელა
