ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბბაროვს შეხვდა
სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, თბილისში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა საქართველო აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გახსნეს. ფორუმი, რომელშიც ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა
