შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა
პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრებთან, ასევე გურიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრემიერ-მინისტრის „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, იმყოფებოდა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა ,,ქართუმ” განახორციელა
