აჭარაში დღეს ტურისტული სეზონი გაიხსნება
აჭარაში ტურისტული სეზონი დღეს გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ანბანის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება კონცერტები, მოწყობილია ღია კაფეები, გასართობი სივრცეები, რომლებიც ტურისტებს მოემსახურებათ. სანაპიროზე კი 12:00 საათიდან ფრანების შოუ მოეწყობა. დღეს ასევე დაგეგმილია ველო-მარათონი და სხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
