თეა წულუკიანმა უნგრეთის ვიცე-პრემიერს უმასპინძლა
თეა წულუკიანი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და გეგმები როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ისაუბრეს იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს ევროპასა და ევროპულ სტრუქტურებში. თეა წულუკიანმა ქართველი ხალხისა და მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა უნგრეთის ვიცე პრემიერს იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც, თავის დროზე, უნგრეთმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ჩვენს ქვეყანას გამოუცხადა