ბლინკენის განცხადება
უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღწევად შეერთებული შტატები ნებისმიერ ისეთ სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება, რომელიც პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა. ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ ვაშინგტონმა მხარი დაუჭიროს ბრაზილიის, ჩინეთის ან სხვა ქვეყნის მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს, თუმცა სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ ამერიკისთვის მისაღებია გეგმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვეენიტეტს ითვალისწინებს.
