იერიში კიევზე
კიევის მერის განკარგულებით, დედაქალაქში თავშესაფრები ყოველთვის ღია იქნება. კიევის მერიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქზე რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას 3 ადამიანი მხოლოდ იმის გამო ემსხვერპლა, რომ თავშესაფარში შესვლა ვერ შეძლეს. მომხდარის გამო, 3 ადამიანია დაკავებული.
